გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში პატრონის მიერ შინაურ ბინადარ ცხოველთა მიტოვებისთვის სანქციის დაწესებაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს როგორც შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, ასევე, ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას შეეხება და რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მეპატრონის მიერ მიტოვებისთვის სანქციის დაწესებას ითვალისწინებს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები ლევან იოსელიანი და ბექა დავითულიანი, თბილისი მერის მოსდგილე ანდრია ბასილაია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს შინაურ ბინადარ ცხოველთა შოვლა-პარტონობის და კეთილდღეობის დაცვას და სამართლებრივ ჩარჩოში ჩასვამს ამ საკითხს.

ასევე აღინიშნა, რომ ეს არის სანქცია, რომელიც უნდა ინტეგრირდეს მოქმედ კანონმდებლობასთან და ხელი შეუწყოს საკითხის ეფექტურად მოწესრიგებას.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …