განახლებულ „ბამბის რიგში“ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება

თბილისი (BPI) – „მეიდან ჯგუფის“ ახალი წამოწყება ბამბის რიგის ისტორიული ფუნქციის აღდგენას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, ბამბის რიგზე ისტორიულად ხდებოდა ბამბეულის სხვადასხვა ნაწარმის წარმოება  და რეალიზაცია. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ბამბის რიგზე განთავსებული კომერციული ფართების ძირითადი ნაწილი კაფე-ბარებს ჰქონდა დაკავებული. ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე აღნიშნული ხმაურიანი ობიექტების ჩანაცვლება მოხდა ქართველი დიზაინერების  მაღაზიებით, რომლებიც აწარმოებენ ქართულ პროდუქციას, მათ შორის ტანისამოსს და აქსესუარებს. შესაბამისად, ბამბის რიგი იბრუნებს თავის ძველ ფუნქციას და წარმოადგენს ქუჩას, სადაც ნებისმიერ მსურველს და განსაკუთრებით ტურისტს, შეეძლება  ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი  ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა.

ბამბის რიგში გაზრდილია მოთხოვნა მიმდებარე ბიზნეს ცენტრში, კონკრეტულად „მანთაშევის რიგებში“ არსებულ საოფისე ფართებზე.

გარდა იმისა რომ, ეს შენობა გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურით და ისტორიული მნიშვნელობით, აქ განთავსებულ უნიკალური სილამაზის საოფისე ფართებს გააჩნია სხვა ბევრი უპირატესობაც, მათ შორის: ელექტროენერგიის მუდმივი წყარო, წყლის სარეზერვო ავზი,  მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, „რესეფშენის“ 24 საათიანი მომსახურება, სიგნალიზაციის თანამედროვე სისტემები, შესაბამისი შიდა და გარე კამერებით დაცული გარემო და ძველი თბილისის ხედები.

კომპანია „მეიდან ჯგუფი“ უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანიაა, რომელიც 2000 წელს დაარსდა.  კომპანიის მიზანია თბილისის ძველ უბნებში ინვესტიციებისა და ახალი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება რათა შენარჩუნებული იქნას ამ ადგილების აქტუალობა თანამედროვე თბილისის ცხოვრებაში და ამასთან, არ დაიკარგოს მათი ისტორიული მნიშვნელობა, არქიტექტურული იერსახე და ტრადიციული ელფერი.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …