განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა შეეხებათ იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც ვერ ვითარდებიან და ამისთვის დამატებითი სტიმული ესაჭიროებათ – რომეო მიქაუტაძე

„რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაანონსა მხარდაჭერის ახალი სქემა ენერგეტიკაში, თუ როგორ შეიძლება მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიების განვითარებას საქართველოში. დღეს შევხვდით სწორედ პოტენციურ ინვესტორებს, ასევე დეველოპერებს, რომლებსაც უკვე გააჩნიათ პროექტები განვითარების გარკვეულ ეტაპზე და ავუხსენით, თუ რა სარგებელი შეიძლება ნახონ ამ ახალი მხარდაჭერის სქემით და როგორ მუშაობს ეს სქემა“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

 

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მხარდაჭერის ახალი სქემა შეეხებათ მხოლოდ იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც ვერ ვითარდებიან და ამისთვის დამატებითი სტიმული ესაჭიროებათ და არ შეეხებათ იმ დეველოპერებს, რომლებიც უკვე აშენებენ ჰიდროსადგურს ან ნებისმიერ სხვა ენერგოობიექტს.

 

„სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში იღებს ვალდებულებას, რომ აუქციონში გამარჯვებულ ფასად შეისყიდოს ელექტროენერგია გარანტირებულად. რაც შეეხება აუქციონის პირობებს, წესებს, თუ როგორ მოხდება შერჩევა და რა კრიტერიუმებით, ამ ყველაფერზე არის დღევანდელი შეხვედრა, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ბიზნესსექტორი მოემზადოს ახალი წამოწყებისთვის“ – აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …