განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა (EUA) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპული ასოციაციის თანაორგანიზებით, (EURASHE) (E4 ჯგუფი) ტვენტეს უნივერსიტეტში, ნიდერლანდებში ჩატარდა. ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, EQAF ფორუმი 2006 წლიდან, უმაღლესი განათლებით დაინტერესებული მხარეებისთვის იმართება.

პლატფორმა უნიკალური შესაძლებლობაა უმაღლესი განათლებისა და მისი ხარისხის უზრუნველყოფით დაინტერესებული მხარეებისთვის, გაეცნონ უმაღლეს განათლებაში მიმდინარე სიახლეებს, გაიზიარონ სფეროში არსებული გამოცდილებები და საუკეთესო პრაქტიკები და გაზარდონ მათი ქსელი.

„ფორუმის მთავარი მიზანია ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ დიალოგის ხელშეწყობა, რომელიც ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სივრცეში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იძლევა დისკუსიის შესაძლებლობას ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ და ქმნის ხარისხის ერთიან ევროპულ აღქმას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის დისკუსიების მეშვეობით.

უმაღლესი განათლების პოლიტიკის შესახებ, სამი დღის განმავლობაში, სხვადასხვა თემატიკის სესიები გაიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ ტენდენციებზე, ახალ ინოვაციურ მიდგომებსა და ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ხარისხის უზრუნველყოფის ჰოლისტურ მიდგომას, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მიმდინარე მოვლენებზე, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG -2015) სამომავლო გადახედვის პერსპექტივებზე.

ასევე, ფორუმზე გაიმართა დისკუსია სწავლა-სწავლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მესამე მისიის კავშირზე, თუ როგორ შეუძლია ხარისხის უზრუნველყოფას დააკმაყოფილოს სამივე მისიის ურთიერთდაკავშირებისას წარმოშობილი საჭიროებები და გამოწვევები და როგორ შეუწყოს ხელი თანამშრომლობას უნივერსიტეტების სამივე მისიის ფარგლებში უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. სამუშაო შეხვედრებზე, მომხსენებლებმა გააზიარეს პრაქტიკული მაგალითები.

EQAF-ზე მომხსენებლის სტატუსით ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი, გვანცა ძიძიგური წარდგა, რომელმაც ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების როლზე უმაღლესი განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების რეგულირებასთან მიმართებით ისაუბრა.

მოხსენებაში განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შესახებ, აღინიშნა, რომ მის გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესის გაძლიერების პოტენციალი აქვს, თუმცა, მისი დაურეგულირებელი გამოყენება იწვევს ეთიკურ და სხვა სახის რისკებს. ხელოვნური ინტელექტის რეგულირება ორიენტირებული უნდა იყოს სამართლიანი მიდგომების უზრუნველყოფაზე, სტუდენტების კონფიდენციალობის დაცვაზე, გამჭვირვალობისა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით გამოყენების ხელშეწყობაზე,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …