1-ლი იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 84.25-ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 84.2 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 75.3 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.
2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 28.8 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 13.4 პროცენტით.
საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 31.1 პროცენტი, ხოლო საწარმოთა 67.9 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …