არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 94.5 მლრდ ლარი შეადგინა

გამოკვლევის შედეგების მიხედვით არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 94.5 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 4.7 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. 2020 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 20.9 მილიარდი ლარია.

2020 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 3.4 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი – 30.9. 2020 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 54.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან. მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 14.4 მილიარდ ლარს).

მთლიანი ვალდებულებებიდან 13.7 მილიარდი ლარი1 წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით. მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2020 წლის ბოლოსათვის არსებულმა ვალმა (საგარეო ვალი) 8.0 მილიარდი ლარი შეადგინა. ფინანსური წარმოებულების ღირებულება 29.4 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 40.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2020 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 2.0 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა 8.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

2020 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 7.3 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით – 1 017.6 მილიონი ლარია. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით – 58.4 მილიონი ლარი, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით – 443.3 მილიონი ლარი

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …