გამკაცრებული რეგულაციების შედეგი – BAG-ი RS-ის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებზე

თბილისი (BPI) – სახელმწიფოსა და ბიზნესის კონსტრუქციული და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მიღებულ რეგულაციებს და გატარებულ ღონისძიებებს ეტაპობრივად მოაქვს  შედეგი, – აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG).

“მივესალმებით, უკანასკნელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს. აღნიშნული ხელს უწყობს როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტისა და დისტრიბუციის სფეროში ჯანსაღი და სამართლიანი გარემოს დანერგვას, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას.

უფრო მეტიც, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წლის პირველ 8 (რვა) თვეში, დიზელის საწვავის იმპორტის ზრდამ 15,2% შეადგინა. არსებული ვითარების ფონზე, როდესაც ზოგადად შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა, იმპორტის ზრდა მნიშვნელოვანწილად  სწორედ ახალი რეგულაციების შემოღებისა და ფისკალური დისციპლინის გამკაცრების შედეგია.

იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, უახლოეს მომავალში სრულად აღიკვეთება ქვეყანაში აღურიცხავი და უხარისხო პროდუქტის მიმოქცევა, რაც ნებისმიერი ნორმალური და კეთილსინდისიერი ხელისუფლებისა  და ბიზნესის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ამოცანაა.

ზოგადად, მიგვაჩნია, რომ  ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შედეგად  განხორციელებული  საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებები, მათი  შესაბამისი აღსრულების პირობებში, გარანტირებულად შექმნის სამართლიან და კონკურენტულ  ბიზნესგარემოს და უზრუნველყოფს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების შემდგომ განვითარებას”, – ნათქვამია BAG-ის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …