გამანაწილებელ კომპანიებში სემეკთან შეთანხმებით დანიშნული შესაბამისობის ოფიცრის შერჩევის წესი გამკაცრდა

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების განცალკევების მონიტორინგის განხორციელების მიზნით, სემეკთან შეთანხმებით კომპანიებში დანიშნული შესაბამისობის ოფიცრის შერჩევის წესები გამკაცრდა. სემეკის გადაწყვეტილებით „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესებში“ შესული ცვლილების შესაბამისად, შესაბამისობის ოფიცრის შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება.
ცვლილებით განსაზღვრა, რომ შესაბამისობის ოფიცრობის კანდიდატი არ უნდა წარმოადგენდეს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან/და მისი სხვა შემადგენელი ნაწილის მიერ დასაქმებულ პირს, არანაკლებ 2 წლის განმავლობაში. წესებში განხორციელებული ცვლილება განპირობებული იყო არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატის შერჩევის პროცესში წარმოშობილი ხარვეზებით.

აღნიშნული ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების ეფექტიანი იმპლემენტაცია, რომლის განხორციელების ვალდებულებაც აიღო საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ენერგეტიკულ გაერთიანებაში (Energy Community) გაწევრიანებით.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …