გალერია თბილისში ლადუღეს სტენდი გაიხსნა

თბილისი (BPI) – გალერია თბილისში ცნობილი ფრანგული საკონდიტრო ქსელის – ლადუღეს სტენდი გაიხსნა. სავაჭრო კუნძული ცენტრის 0 სართულზე განთავსდა.

ამიერიდან გალერია თბილისში ლადუღეს მაკარონების, სხვადასხვა ტკბილეულისა და აქსესუარების შეძენაა შესაძლებელი.

ლადუღეს 157 წლიანი ისტორია აქვს. ბრენდი მსოფლიო მასშტაბით 50 ქვეყანაში 106 ობიექტითაა წარმოდგენილი. ლადუღე ცნობილია მისი უნიკალური მაკარონებით.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …