გალერია თბილისმა სასაჩუქრე ბარათის ონლაინ შეძენის ფუნქციონალი დანერგა

გალერია თბილისმა სასაჩუქრე ბარათის ონლაინ შეძენის ფუნქციონალი დაამატა. დღეიდან, ბარათის ყიდვა www.galleria.ge-ზეა შესაძლებელი.

შეძენიდან რამენიმე საათში კურიერი სასურველ ადგილას მიუტანს ადრესატს საჩუქარს. მიმდინარე პერიოდში მიტანის სერვისი უფასოა და მოიცავს მხოლოდ თბილისს.

ონლაინს სერვისთან ერთად ჩაეშვა განახლებული დიზაინის ბარათები, რომელიც როგორც ადგილზე, ისე ონლაინ გაყიდვისას გაიცემა.

სასაჩუქრე ბარათის ონლაინ გაყიდვის სერვისის დანერგვა გალერია თბილისის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანია მომხმარებლებს ახალ გამოცდილებას სთავაზობს და მაქსიმალურად კომფორტულ მომსახურებას პირდება.

 

შემთხვევითი სიახლე

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მაღალი დატვირთვა და საერთაშორისო ვიზიტორების სიმრავლეა – სასტუმრო „მესტია ინნ“

სვანეთში საზაფხულო ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. სასტუმრო „მესტია ინნის“ (Mestia Inn) გენერალური მენეჯერის, ნიკოლოზ პეტრიაშვილის …