გაკოტრებისგან ბიზნესის გადამრჩენი ჯგუფი დაკომპლექტდა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ავტორიზაციის დასრულებაზე განაცხადა.

საქართველოში 23 მოქმედი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსია, მათ შორის ავტორიზებულია 18 და გარდამავალი წესით 5 ჩარიცხული 2022 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირდება.

მათი პროფესიული უნარები, სპეციალურმა კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილი წესებით შეამოწმა.

როგორც იცით,  აპრილიდან (2021) კომპანიების გადახდისუუნარობის საქმეები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” კანონით წარმოებს, რომელიც  კომპანიებს გაკოტრების თავიდან აცილების შესაძლებლობას აძლევს და რეაბილიტაციით გაჯანსაღების (რაც მანამდე მოქმედი გადახდისუუნარიანობის კანონით შეუძლებელი იყო).

მთავარი ხიბლი სახელმწიფოს ჩაჩოჩებით, არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისთვის უფლებების მინიჭებაა (კანონის ფიშკა – ვალს სახელწმიფო ბოლოს იბრუნებს).

ძველი კანონით,  რეაბილიტაციისას უპირატესი უფლებით უზრუნველყოფილი კრედიტორი სარგებლობდა (რაც ახალშიც ასევე დარჩება. GIZ საკუთრების უფლების დაცვის ფუნდამენტურ ნორმას, ცხადია, აღიარებს), შემდეგ მოდის სახელმწიფო და მოვალეს სხვა კრედიტორები.

ცვლილება ხმების თანაბრად გადანაწილებას და რეაბილიტაციის გეგმის შემუშავების ვადის შემოსაზღვრას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები გაურკვეველი ვადით ვეღარ გაახანგრძლივებს პროცესს.

ბოლოდროინდელი საქმეებიდან, მაგ „გუდვილის“ რეაბილიტაცია 2022 წელს უნდა დასრულდეს. დაწყებულია 2014 წელს დაიწყო და „გუდვილის“ 1 წელია, რაც მე-6 რიგის კრედიტორების გასტუმრების პროცესია, რომელთა მიმართ 25 მლნ-მდე დავალიანება იყო.

სასტარტო ეტაპისთვის  5 საქმეა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ნანა ამისულაშვილის ინფორმაციით, მისი საკურატორო საქმეებიდან ერთ-ერთის სარებილიტაციო გეგმა მალე გაცხადდება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …