გაიმარჯვე ეროვნულ დონეზე და წარადგინე საქართველო მსოფლიოს წინაშე საერთაშორისო კონკურსში – FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards 2022

,,უძრავი ქონების ოსკარების” (FIABCI Prix d’ Excellence Awards) 30-წლიან ისტორიას წელს საქართველოც შეემეტაბა. პირველად რეგიონში, ,,უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის (FIABCI) ეროვნული წარმომადგენლობის ორგანიზებით, თბილისში 20 მაისს უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება გაიმართება. ღონისძიების თანა-ორგანიზატორია საინვესტიციო ჰაბი Property Georgia. დაჯილდოება ტარდება “საქართველოს ბანკის”, “გალტ ენდ თაგარტის” და “დიჯითალ არეას” მხარდაჭერით. ეროვნულ დონეზე რჩეულ პროექტებს ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად, გამოავლენენ სფეროს წამყვანი ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამარჯვებულები მონაწილებას მიიღებენ საერთაშირისო დაჯილდოებაში FIABCI World Prix d’Excellence Awards.

FIABCI-Georgia-ს პირველი ეროვნული დაჯილდოება ერთ სივრცეში შეკრებს სექტორის მთავარ მოთამაშეებს: ინვესტორებს, დეველოპერებს, ბროკერებს, საკონსულტაციო კომპანიებს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სახელწიფო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დაჯილდოების პარტნიორები არიან: Colliers International Georgia, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), საგამოფენო ცენტრი Expo Georgia და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE). მედია მხარდამჭერები: FORBES Georgia, FORBES Woman Georgia, Property Media და ჟურნალი ,,სითი”.

დაჯილდოება უძრავი ქონების კვირეულის, REweek Georgia-ს (20-22 მაისი) ფარგლებში ჩატარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან: დედაქალაქის მათავარი საგამოფენო ცენტრი-Expo Georgia, ასევე FIABCI-Georgia და Property Georgia და GNARE.

უძრავი ქონების დღეების ფარგლებში ჩატარდება 3 მთავარი აქტივობა: FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ი , საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა -Caucasus Build-ი და Property Georgia-ს მეორე საერთაშორისო კონფერენცია-,,ქალაქები მწვანე მომავლისთვის.” კვირეულის მიმდინარეობისას გაიმართება რიგი პარალელური ღონისძიებები: ბროკერების და დეველოპერების B2b შეხვედრები, უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები. ქალაქის ტურები, ტრეინინგები, საგანმანათლებლო პროგრამები,

FIABCI-Georgia-ს უძრავი პროექტების ეროვნული დაჯილდოება მუდმივ ხასიათს მიიღებს და ის ორ წელიწადში ერთხელ საქართველოს სხადასხვა ქალაქებში ჩატარდება.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …