გაიაშვილი: როდემდე შეიძლება გაგრძელდეს დათმობის პოლიტიკა? წაიღეს ნახევარი საქართველო

თბილისი (BPI) – დავუთმეთ და კი წაიღეს ნახევარი საქართველო, – აცხადებს ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ქართველი მფრინავებისათვის რუსეთის საზღვარზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით.

როგორც გაიაშვილი განმარტავს, რუსეთთან არსებული სავიზო პოლიტიკა ქართველ მფრინავებს დაბრკოლებებს უქმნის, მაშინ როდესაც რუსი მფრინავები საქართველოს საზღვარს ვიზის გარეშე კვეთენ.

„ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ რუსულ ავიაკომპანიებთან შედარებით. ისინი დაფრინავენ საქართველოში უვიზოდ. ჩვენს მფრინავებს კი სჭირდებათ ვიზა. ჩვენმა მფრინავებმა, რომ ვიზა აიღონ იხდიან ფულს და თან ამას სჭირდება კიდევ გარკვეული დრო. შემდეგ პრობლემები იქმნება საზღვარზეც და ამას სახელმწიფო არავითარ ყურადღებას არ აქცევს. თუ ჩვენ გვაწვალებენჩვენც გავაწვალოთ. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს დათმობის პოლიტიკა? დავუთმეთ და კი წაიღეს უკვე ნახევარი საქართველო“, აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …