გაზის ტარიფის ზრდის მოლოდინი არ არსებობს – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანია “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, რომ არსებულ რეალობაში გაზის ტარიფის ზრდის მოლოდინი არ არსებობს. მისივე თქმით, ტარიფის უცვლელად დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლარის კურსის სტაბილური მდგომარეობაა. შესაბამისად, წლის ბოლოს ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის ცვლილება არ იგეგმება.

“ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მოსახლეობისთვის ხუთი წლით არის დადგენილი. ჩვენ გამოვიყენეთ იმ პერიოდისთვის არსებული ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, რომელიც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება დღევანდელი კურსისგან. ამიტომ, კომისია გაზის სამომხმარებლო ტარიფის გადახედვას არ აპირებს და არც შემცირებას, თუმცა არც ზრდის მოლოდინი არ არის. იცით, რომ ვალუტის კურსი გარკვეული მერყეობით ხასიათდება და განსაკუთრებით შემოდგომა/ზამთრის პერიოდში შესაძლოა გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდისთვის ვუყურებთ ვალუტის კურსს და მის გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე. ამიტომ, ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი გადაიხედოს”, განაცხადა დავით ნარმანიამ. 

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სემეკს გაზის არსებული ტარიფი 2027 წლამდე აქვს დადგენილი.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …