გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მოწყობილია “საარჩევნო ქოლცენტრი” სიმართლეს არ შეესაბამება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი TV პირველის ჟურნალისტ ნატო გოგელიას დეზინფორმაციის გავრცელებასა და პროფესიული სტანდარტების დარღვევას ედავება.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორნაციაშია აღნიშნული, TV პირველის ჟურნალისტის ნატო გოგელიას განცხადება, თითქოს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მოწყობილია „საარჩევნო  ქოლცენტრი“  სიმართლეს არ შეესაბამება.

“სამწუხაროდ, ჟურნალისტმა გაავრცელა დეზინფორმაცია და ცილიდასწამა დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც უწყების შენობაში იმყოფებოდა და ხვალ, ქედის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ტრენინგების საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობდა. ცნობისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მთიანი აჭარის 26 სოფელში ატარებს ტრენინგებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის.  აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ჟურნალისტს მარტივად  შეეძლო ვებგვერდზე – http://serviceajara.ge/Trainings/1/,  სადაც ტრენინგების გრაფიკია განთავსებული.

სამწუხაროა, რომ ჟურნალისტი, რომლის უპირველესი მოვალეობაა საზოგადოებას გადამოწმებული ფაქტები მიაწოდოს, დეზინფორმაციას ავრცელებს და ჩრდილს აყენებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლის რეპუტაციას. დეპარტამენტის თანამშრომლები პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, იქნება ეს სამუშაო თუ არასამუშაო საათები, რათა ხელი შეუწყონ რეგიონში ტურიზმის განვითარებას. ცილისწამება ჩვენთვის სრულიად მიუღებელია.

ჟურნალისტმა ასევე განაცხადა, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი  მხოლოდ დღეს იყო ღია, სხვა დროს კი უწყება დაკეტილია, თანამშრომლები კი არასამუშაო საათებში არასოდეს მუშაობენ. აღნიშნული განცხადებაც არ შეესაბამება სიმართლეს. დეპარტამენტის პროექტები, იქნება ეს  ტრენინგები, პრეს-ინფოტურები, მთიან აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სარეკლამო აქტივობები ხშირად მოითხოვს არასამუშაო საათებში მუშაობას და უწყების საქმიანობით დაინტერესებული პირებისთვის ეს ცნობილია. ცალკე აღნიშვნის ღირსია კარანტინებისა და კოვიდკარანტინების პროექტი, რომელსაც 2020 წლის მარტიდან დეპარტამენტი ხელმძღვანელობს. პროექტი  სრულ დატვირთვას მოითხოვს და მასში ჩართული უწყების თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა კოვიდკარანტინებში მყოფ ადამიანებს მიეწოდოთ შესაბამისი სერვისები”, აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ოფიციალური წერილით მიმართავს TV პირველის მენეჯმენტს და სატელევიზიო ეთერით გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას მოითხოვს. უწყება ფაქტის შესწავლის მიზნით ასევე მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …