პროგრესბანკში საეჭვო ტრანზაქციებზე საუბარს ხაზარაძე გვენეტაძისგან ითხოვს, თავად ვისგან იყიდა პორტფელი

თბილისი (BPI) – მამუკა ხაზარაძე პროგრეს ბანკის ტრანზაქციებზე, არაუზრუნველყოფილი სესების ჩამოწერაზე, ფულის გათეთრების ალბათობაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს, თუმცა ბრალდებული პირები არ ჰყავს.  როგორც ამბობს უდანაშაულობის პრეზუმციას არ არღვევს.

პროგრეს ბანკიდან კახა კალაძის გარემოცვის კომპანიებზე არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემაზე, მისი თქმით, სებ-ის პრეზიდენტმა უნდა თქვას.

„უკვე რამდენიმე თვეა აღარ წარმოვადგენ „თიბისი ბანკს”. როგორ მოხდა, რომ საქართველოში ოპერირებდა ბანკი, რომლის თანადამფუძნებელი კალაძესა და ივანიშვილთან ერთად იყო ცნობილი ფულის გამთეთრებელი გავრილოვი. დანარჩენი გამოძიების საქმეა”, – განაცხადა ხაზარაძემ.

რუსეთის ბანკის- FDB მფლობელი გავრილოვი პროგრეს ბანკის რებრენდინგის 2015 წლის პერიოდს უკავშირდება,  როცა წითლით შეიცვალა ბანკის ბრენდის რუხ/ყვითელი ფერი (მანამდე იყო იასამნისფერი).

მთავარი აქციონერმა (78,29%) PINTEX GROUP CORP-ი(ბენეფიციარი – ილია გავრილოვი, რუსული ბანკ FDB-ის  მფლობელი ) ჩაანაცვლა WEBION-ი, რომელიც  2013 წლიდან იყო აქციონერთა სტრუქტურაში.

ზედამხედგველმა ბანკი 2016 წლის ოქტომბერში გაუშვა ლიკვიდაციაში. ბანკის პორტფელი თიბისიმ იყიდა.

მანამდე კი რუსეთის  ცებნტრალურმა ბანკმა გავრილოვის ბანკს გაუუქმა ლიცენზია, საზედამხედველო ნორმების შეუსრულებლობისთვის. ასევე იკვეთებოდა ფულის გათეთრების ნიშნები .

პროგრეს ბანკი   (მფლობელი “კალა- კაპიტალი”) 2008 წლიდან ოპერირებდა. 2011 წელს ჯერ მცირე და შემდეგ 22%-მდე წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი გახდა.

კალაძე  გუნდს 2008 წლის  23 აპრილამდე 3 თვე კრებდა. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე – საოპერაციო დირექტორი კონსტანტინე სულამანიძე, ზვიად იმედიძე (მთავარი ბუღალტერი), ალექსანდრე მაკარაშვილი (ხაზინა), დავით კუპრაშვილი (საინფორმაციო ტექნოლოგიები), დავით ბირმანი (მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობა), აკაკი კორძაძე (ფინანსური ანალიზი და რეპორტინგი), ნუგზარ დვალი (იურისტი), ვახტანგ მარშანია (ლოჯისტიკა).   

2008 წლის შემოდგომამდე  ისევე გაჭიანურდა  ბანკის ოპერირების დაწყება, როგორც 2016 წლის შემოდგომიდან მისი ლიკვიდაცია.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …