გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დიდი ინვესტიციები განხორციელდეს – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ აფასებს და აცხადებს, რომ  20-21 ივნისს დედაქალაქში განვითარებულმა მოვლენებმა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა და ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა – ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო მზარდი ტურისტული დინამიკა გარკვეულწილად შეეფერხებინა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მაისისა და ივნისის მონაცემების ფონზე, აჭარაში ტურისტების გარკვეულინაკლებობა შეიმჩნევა და  მოსალოდნელია, რომ ოჯახები,უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისქმედებების შედეგად,   მიიღებენ  გარკვეულ ზიანს.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით,  არ აპირებენ გაჩერებას და  ცენტრალურ მთვრობასთან ერთადშემუშავებული შესაბამისი გეგმით იმოქმედებენ.

“გავაკეთებთ ყველაფერს, რომდიდი ინვესტიციებიგანხორციელდეს, ასევე მცირე დასაშუალო ტურისტულიობიექტების მეპატრონეებსდავუდგეთ გვერდში და ამ ქვეყნისსაბოტაჟზე გადასულიპოლიტიკოსების მოქმედებების შედეგად, არცერთი ქართულიოჯახის ეკონომიკური ინტერესი არდაზიანდეს.“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მსხვილი საინვესტიციო პროექტების დათვალიერებისას.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …