TPU თიბისის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნიის ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – გადამხდელთა კავშირი თიბისის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნიის ინიციატივით გამოდის

“ვინაიდან თიბისი ბანკის საქმე დიდი ხანია გაცსდა ერთი კომპანიის საზღვრებს და შეეხო არამხოლოდ ბანკის დამფუძნებლებს, არამედ, ირიბად, მედია-კომპანიებსაც კი, გვსურს გავიმეოროთ ჩვენი ერთი თვის წინ გაკეთებული განცხადება და აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ეჭვის გაქარწყლება მხოლოდ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი, რაც თავად ხელისუფლების ინტერესებშიც შედის. ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნას თიბისი ბანკის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც დააკმაყოფილებს საგამოძიებო პროცესის სამართლიანობისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მიმართ საზოგადოების მაღალ ინტერესს.

ვიმეორებთ, ისტორიის ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ამოცანას სწრაფი ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს, რისთვისაც აუცილებელია საერთო მიზნებსა და პრიორიტეტებზე შეთანხმება. აღნიშნულის მიღწევა კი, შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ღია და პარტნიორული ურთიერთობებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …