“გადავდივართ ახალ ეტაპზე, ეს სურგულაძის სურვილია და არ შევეწინააღმდეგებით” – თურნავა

თბილისი (BPI) – საპენსიო სააგენტოს ახალ დირექტორს კონკურსის გზით შეარჩევენ, რომელიც ეკონომიკის მინისტრის თქმით გამჭვირვალედ წარიმართება.

ნათია თურნავამ  საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირებაში მის წვლილზე აღნიშნა და განაცხადა, რომ ლევან სურგულაძეს (რომელმაც 16 იანვრიდან წასვლაზე, საბჭოს 10 დღის წინ მიმართა) განსხვავებული გეგმები აქვს.

„გადავდივართ ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს ძალიან კარგად გააზრებულ საინვესტიციო პოლიტიკას. ასეთია ლევან სურგულაძის სურვილი, რომელსაც არ შევეწინააღმდეგებით. რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს, არსებობს პროცედურა, გამოცხადდება კონკურსი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ლევან სურგულაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა. სურგულაძე პოსტს 16 იანვრიდან დატოვებს. ამ დროისათვის მისი განცხადება დაკმაყოფილებული არ არის.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …