გადავადებული რეგლამენტი – სურსათის მწარმოებლებს მომხმარებლისთვის სურსათზე ინფორმაციის მიწოდება მოუწევს

თბილისი (BPI) – სურსათის მწარმოებლებს მომხმარებლისთვის სურსათზე ინფორმაციის მიწოდება მოუწევს. ეტიკეტირების ახალი წესი მარტიდან ამოქმედდება.

ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების – სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ 2018 წლის სექტემბერიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ბიზნესსექტორის ინიციატივა და ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა 6 თვით, 2019 წლის მარტამდე გადაწია.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ პერიოდში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ინტენსიურად მართავენ კონსულტაციებს და შეხვედრებს ბიზნესოპერატორებთან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აგრეთვე კანონმდებლობა და დამატებითი განმარტებები განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე

სურსათის ეროვნული სააგენტო არ იზიარებს ბიზნესსექტორის ცალკეული წარმომადგენლების ბრალდებას, იმის თაობაზე რომ ბიზნესს მოსამზადებელი პერიოდი არ მიეცა სურსათის ეტიკეტირების წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ეტიკეტირების შესახებ ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების შესაბამისად და მისი მთავარი მიზანია ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მომხმარებლის ინფორმირებულობის და მისი ინტერესების დაცვის მიმართულებით, რაც ქართული სარეალიზაციო ბაზარზე ვითარების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …