გაგა გოგუა: თიბისი ლიზინგი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ხდება

თბილისი (BPI) – თიბისი ლიზინგი 58.4 მლნ ლარის ობლიგაციების განთავსების შედეგად მოზიდულ რესურსს სესხების რეფინანსირებაზე მიმართავს.

როგორც თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი გაგა გოგუა ამბობს, საჯარო შეთავაზება იმის დასტურია, რომ კომპანია ინვესტორებისთვის უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ხდება.

„მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგის ფასიანი ქაღალდი თიბისი კაპიტალის მეშვეობით წარმატებით განთავსდა საფონდო ბირჟაზე. თიბისი ლიზინგი აღნიშნული ობლიგაციებიდან მიღებულ რესურსს მოკლევადიანი სესხების რეფინანსირებისთვის მიმართავს და ასევე, გაზრდის ლარში მოზიდული რესურსების საერთო მოცულობას, რაც დღეს განსაკუთრებით პრობლემურია ადგილობრივ ბაზარზე. ამასთანავე, თიბისი ლიზინგის მხრიდან განაცხადი საჯარო შეთავაზებაზე იმის დასტურია, რომ  ჩვენი კომპანია ინვესტორებისთვის უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ხდება. ეს არის  3 წლიანი უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდი, სადაც ინვესტორი უფრო დაცულია,“ – განმარტავს გაგა გოგუა..

თიბისი ლიზინგმა 58.4 მილიონი ლარის ობლიგაციების ემისიაზე განაცხადა, ესარასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ლარში დენომინირებული ყველაზე დიდი საჯარო ემისიაა საქართველოში.

ფასიანი ქაღალდის პროცენტი ცვლადია, თბილისის ბანკთაშორის 3 თვიან განაკვეთს დამატებული 3.25%. ობლიგაციების გამოსყიდვა 2023 წლის მარტში მოხდება. კომპანიას ობლიგაციების ვადაზე ადრე გამოსყიდვის უფლება გამოშვებიდან 1 წლის შემდეგ აქვს.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …