ბულგარეთში ქართველ მეწარმეებს გამოფენაზე მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს

თბილისი (BPI) – საქართველოს საელჩო ბულგარეთში ქართველ მეწარმეებს საკვები და სასმელი პროდუქციის ფესტივალში მონაწილეობისათვს იწვევს. BALKAN WINE & FOOD FESTIVAL-ს ბულგარეთი 5-9 ივნისს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეწარმეები მიიღებენ და გამოფენენ საკუთრ პროდუქციას.

“სასიხარულოა, რომ წელს ფესტივალი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საქართველოს. ბულგარეთში ქართული პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს და შესაბამისად, ქართულ პროდუქციას აქვს გასაღების დიდი პოტენციალი. მინერალური და მტკნარი წყლები, ჩირი, ჩურჩხელა, თაფლი, ჩაი, სუნელი, ქართულ თხილი, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალურ წვენები – ეს მცირედი ჩამონათვალია საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან, რომელსაც ბულგარელი მომხმარებელი ასე თუ ისე იცნობს. დროა მსოფლიოს ჩვენი საექსპორტო პროდუქცია უფრო ახლოდან ვუჩვენოთ და მასზე მოთხოვნა გავაჩინოთ, რაც თავის მხრივ გაზრდის ექსპორტს, საგარეო ვაჭრობას და შესაბამისად ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს”, აცხადებს ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი.

მისივე ინფორმაციით, BALKAN WINE & FOOD FESTIVAL-ზე 10 000-ზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან და შესაბამისად კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ მნიშვნელოვან შემსყიდველებს – ე.წ. buyer-ებს და დისტრიბუტორებს. საგულისხმოა ისიც, რომ საელჩოს ინტენსიური მუშაობის შედეგად ფესტივალში მონაწილეობა ქართველ მეწარმეების თითქმის განახევრებული ტარიფებით შეუძლიათ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …