ბრიტანეთმა მგზავრებს შესაძლოა თვითმფრინავის ბორტზე დიდი მოცულობით სითხის ატანის შესაძლებლობა მისცეს

თბილისი (BPI) – ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს, რომ მგზავრებს ბორტზე დიდი მოცულობით სითხისა და პერსონალური კომპიუტერის ატანის ნებართვა მისცეს, აღნიშნულ ინფორმაციას theuk.one ავრცელებს.

მთავრობის გადაწყვეტილება განპირობებულია უახლესი ტექნოლოგიის შექმნით, რომელიც ბარგის შემოწმებისა და დოკუმენტების გადამოწმების პროცესს აჩქარებს.

3D-სკანერები უკვე გამოჩნდა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში. მთლიანობაში დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე განთავსებული აეროპორტების აღჭურვა თანამედროვე სკანერებით 3 წელიწადში დასრულდება. ეს პროცესი კი ბორტზე გარკვეული ნივთების ატანის აკრძალვის გაუქმების წინაპირობა გახდება. დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში თვითმფრინავის ბორტზე კომპიუტერული ტექნიკისა და დიდი მოცულობით სითხის ატანა 2026 წლიდან იქნება ნებადართული.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის …