ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ საქართველო საუკეთესო მიმართულებად დაასახელა

თბილისი (BPI) – დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ტუროპერატორთა ასოციაციამ (ABTA) საქართველო 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად დაასახელა.

საქართველოსთან ერთად ანგარიშში 11 ტურისტული მიმართულება მათ შორის ჰოლანდია, მაროკო, სამხრეთ კორეა, მადრიდი, ვენა და სხვა ქვეყნები, ქალაქები და რეგიონები მოხვდნენ.

ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ანგარიშში საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში ქვეყნების, რეგიონების ცნობილი დღესასწაულები, ღირსშესანიშნაობები და ტურისტული მიმართულებები შეისწავლეს.

“საქართველომ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა საერთაშორისო არენაზე. ეს აღიარება საქართველომ მოიპოვა ბრიტანული ასოციაციის და ექსპერტების შეფასებით. ჩვენი წარმატება საქართველოს მიმართულებით ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის, რაც ხელს შეუწყობს ქართულ და ბრიტანულ კომპანიებს შორის ბიზნესურთიერთობების დამყარებას ტურიზმის მიმართულებით, ეს აღიარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მეტი ბრიტანელი ტურისტის ჩამოსვლას საქართველოში, რომელიც გამოირჩევა მხარჯველუნარიანობით.“ აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …