ბორჯომი ლიეტუვას ბაზარზე ლიდერი ბრენდის პოზიციებს იკავებს

თბილისი (BPI) – საერთაშორისო კვლევითი კომპანია Nielsen-ის 2019 წლის, იანვარი-ივლისის მონაცემების მიხედვით,  ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“, ბალტიისპირეთში ლიდერის პოზიციას კვლავ ინარჩუნებს და ლატვიისა და ესტონეთის შემდეგ, ახლა უკვე  ლიეტუვაში მინერალური წყლების ბაზრის ლიდერი ბრენდი ხდება.  ქართული მინერალური წყალი, კონკურენციას უწევს ადგილობრივი წარმოების მინერალური წყლების ისეთ ბრენდებს როგორიცაა: Neptunas, Akvile, Vytautas.

„მოხარულები ვართ ასეთი წარმატებით და ძალიან ვამაყობთ, რომ IDS BORJOMI EUROPE-ის გუნდის 10 წლიანმა თანმიმდევრულმა და თავდაუზოგავმა შრომამ, ასეთი შედეგი მოგვიტანა. „ბორჯომი“ ბაზრის ლიდერი გახდა, აღსანიშნავია, რომ ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში „ბორჯომი“ მნიშვნელოვან პოზიციებზეა და საყვარელი ბრენდის სტატუსს ინარჩუნებს“ –  აცხადებს კომპანია IDS BORJOMI EUROPE-ის გენერალური დირექტორი, აუშრა ნასევიჩენა.

ქართული მინერალური წყალი, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მრავალი წელია გადის ექსპორტზე, თუმცა ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა, კომპანია IDS BORJOMI EUROPE 2008 წელს დაფუძნდა და დაიწყო საქმიანობა ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში. დღეის მდგომარეობით ლიეტუვაში „ბორჯომს“ მინერალურ წყლების ბაზრის 17.5%-ანი წილი უკავია, ლატვიაში 16%, ხოლო ესტონეთში 17,7%.

აღსანიშნავია, რომ  ბაზრის ლიდერობასთან ერთად, „ბორჯომი“ ლიეტუვასა და ლატვიაში საყვარელი ბრენდიცაა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩატარებული მრავალი კვლევის თანახმად, „ბორჯომი“ იმპორტირებული ბრენდების სეგმენტში მომხმარებლის საყვარელი წყლის სტატუსს უცვლელად, უკვე წლებია ინარჩუნებს.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …