ბორჯომი კოსმეტიკის ინდუსტრიაში

თბილისი (BPI) – IDS ბორჯომმა ახალი პროდუქტი გამოიტანა არადასალევი, შესასხურებელი. კომპანიის დაკვეთით სპრეის, Czech Aerosol-ი ჩეხეთში აწარმოებს.

მინერალური წყლის სპრეი ნოვაციაა ქართული ბაზარზე.საუკეთესო საშუალებაა კანის ბუნებრივი დატენიანებისთვის. მატონიზირებელი, დაბალი მინერალიზაციით, კანს ჯანსაღ იერს უნარჩუნებს, იცავს გარე ფაქტორებისგან და ანიჭებს სიმსუბუქეს. გამოიყენება დანიშნულების გარეშე, შეუზღუდავად.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო საერთაშორისო კომპანიის IDS Borjomi International-ის წევრია. ბაზარზე მისი პროდუქცია წარმოდგენილია ბრენდებით: ბორჯომი, ლიკანი, მიტარბი, ბაკურიანის და ბორჯომის წყაროები. კომპანია მსოფლიოს 33-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი

სპრეის წარმოება  ჩეხურმა კომპანიამ , 50 წლიანი გამოცდილებით,  წყლის ანალიზის შემდეგ გადაწყვიტა. პროდუქტი Colipa – The European Cosmetic and Perfumery Association-ის გაიდლაინით შეაფასა.

კოსმეტიკური პროდუქტი 150 მლ-იან მოცულობით, 10 ლარი ეღირება. ვიზუალის დიზაინერი ანი ჭოღოშვილია.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …