ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

თბილისი (BPI) – მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.

დაგეგმილია ბოდბის მონასტერთან ორ-დონიანი ავტოსადგომის მოწყობა და მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას.

შემთხვევითი სიახლე

სემეკი “საჩხერის წყალკანალის” აბონენტებისათვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შპს “საჩხერის წყალკანალის” აბონენტთა საყურადღებოდ! საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) მიერ კანონმდებლობის …