ბიოდეგრადირებადი VS პლასტიკის პარკები

თბილისი (BPI) – არაბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენების აღმოფხვრა მარტივი არ იქნება, კანონი მის წარმოებასა და იმპორტს უკვე კრძალავს, თუმცა იმპორტიორებს პოლიეთილენის პარკები ჯერ კიდევ შემოაქვთ ბაზარზე.

“ბევრი ეტაპი გვექნება გასავლელი,” – ამბობს ლევან დავითაშვილი. მისივე თქმით, პოლიეთილენის პარკების მწარმოებლებთან  მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობს, თუმცა ბაზარზე არსებული მდგომარეობა ადასტურებს, რომ კომუნიკაცია საკმარისი არ არის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აღიარებს, რომ გარემოსდაცვითი აღქმა, პასუხისმგებლობა არც ისე მაღალ დონეზეა. “მკაცრ ზომაზე წავედით, ეს რთული ამოცანაა სახელმწიფოსთვის”.

მისი თქმით, იმპორტის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება მიუღებელია და ამაზე შესაბამისი ორგანოები მოახდენენ რეაგირებას.

“გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი პასუხისმგებელია საწარმოო პროცესზე. კონტროლის ნაწილში შეიძლება, გარკვეული კორექტირება შევიტანოთ, რომ მკაფიოდ განისაზღვროს იმ უწყებების როლი, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ გაკონტროლების შესაძლებლობა. ალბათ, ბევრი ეტაპი გვექნება გასავლელი, რომ საქართველოში სრულად აღმოვფხვრათ არაბიოდეგრადირებადი პარკის გამოყენება“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.

1 აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.  რეგულირების წესის დარღვევა მეწარმეს 500 ლარით დაჯარიმებას იწვევს. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სანქციის ოდენობა ორმაგდება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …