ბინების შეძენა კრიპტოვალუტაში – მარდი ჰოლდინგმა ანგარიშსწორება კრიპტოვალუტაში დაიწყო

თბილისი (BPI) – სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია “მარდი ჰოლდინგმა” ანგარიშსწორება კრიპტოვალუტაში დაიწყო. კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება შესაძლებელია დისტანციურად ელექტრონული საფულეს მეშვეობით. მთავარია მომხმარებელს ჰქონდეს Bitcoin, Litecoin და Ethereum ელექტრონული ანგარიში.

ანგარიშსწორება მოხდება გადახდის დღისთვის არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად.

კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ტრანზაქცია სწრაფია და არ საჭიროებს რთულ პროცედურებებს. მოსახერხებელია ტურისტებისთვისაც, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ქართული ბარათი არ აქვთ და სურვილი აქვს საქართველოში ყოფნისას შეიძინონ უძრავი ქონება.

“იდეა გაჩნდა მოთხოვნიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსებში მყიდველთა 50% უცხოელია, სურვილი გვქონდა მათთვის ხელსაყრელი პირობები და ფორმა შეგვეთავაზებინა” – ამბობს კომპანიის ფინანსური ანალიტიკოსი თამარ დევაძე.

მარდი ჰოლდინგი მულტიფუნქციური კომპანიაა, რომელიც ეწევა სამშენებლო საქმიანობას და ფლობს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესებს. კომპანია სამომავლოდ მსგავს სერვისს ამ ობიექტებზეც შესთავაზებს მომხმარებლებს.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …