ბილაინმა კორპორატიული აბონენტების მომსახურების ახალი ოფისი გახსნა

თბილისი (BPI) – ბილაინმა, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, თბილისში, თორნიკე ერისთავის #6-ში კორპორატიული აბონენტების მომსახურების ახალი ოფისი გახსნა.

ახალ ოფისში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ბილაინის კორპორატიულ მომსახურებაზე, გააფორმოს კონტრაქტი და შეიძინოს სხვადასხვა მოწყობილობა.

ბილაინის კორპორატიული მომსახურება განკუთვნილია მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიებისთვის.

კორპორატიული მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად,  ეწვიეთ: https://www.beeline.ge/business/

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …