ბიზნეს სექტორის ბრუნვა 27.5%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.5%-ით გაიზარდა და 22.9 მლრდ ლარი შეადგინა.

“საქსტატის” მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 9.5 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც 9%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

მთლიანი ბრუნვის 54.5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.4% – საშუალოზე, 28.1% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41.3%, საშუალოზე – 24.8%, მცირე ბიზნესზე – 33.9%.

საწარმოებმა 14.4 მლრდ. ლარის (+13.3%-ით მეტი) საქონელი და მომსახურება შეიძინეს, გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 8.8 მლრდ. ლარი შეადგინა (+6.7%).

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …