ბიზნეს გაყიდვა-გაქირავებისთვის ენერგოაუდიტის ვალდებულება დაგეკისრებათ

თბილისი (BPI) – ბინების გაყიდვის ან გაქირავების მსურველთათვის ენერგოაუდიტი სავალდებულო გახდება. შენობების ენერგოეფექტიანობის კანონპროექტის განსახილველად პარლამენტი უკვე ემზადება.

კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ენერგოაუდიტის ჩატარება 2022 წლიდან იქნება სავალდებულო.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის თქმით, ენერგოაუდიტის ჩატარება დიდ ფინანსურ დანახარჯს არ უკავშირდება. ვალდებულება არ ითვალისწინებს სახლებში ენერგოეფექტური ღონისძიებების ჩატარებას, საუბარია მხოლოდ ენერგოაუდიტის ჩატარებაზე და შესაბამისი სერტიფიკატის ფლობაზე.

კანონპროექტი ითვალისწინებს 2023 წლიდან ახალი მშენებლობებისთვის ენერგოეფექტურობის წესების შემუშავებასაც.

ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს შენობის ენერგოეფექტიანობის შეფასებას და მინიმალური მოთხოვნების მნიშვნელობებს, რათა მესაკუთრემ, დამქირავებელმა და მოიჯარემ შეძლონ შენობის ენერგოეფექტიანობის შეფასება.

 

 

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …