ბიზნესსექტორის ბრუნვა აპრილ-ივნისში 26.6%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 2019 წლის II კვარტალში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.6%-ით გაიზარდა და 25 მლრდ ლარს მიაღწია.

ბიზნესმა 11.2 მლრდ ლარის პროდუქცია გამოშვება შეძლო, 12%-ით მეტი, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

მთლიანი ბრუნვის 52.3% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20.5% – საშუალოზე, 27.2% – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.1%, საშუალოზე – 25.8%, მცირე ბიზნესზე – 34.1%.

საწარმოებმა 15.3 მლრდ ლარის (+10.2%) საქონლისა და მომსახურება შეისყიდეს, გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 9.2 მლრდ ლარი შეადგინა (+8.2%).

ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 39.5% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორეზეა – ხელოვნება, გართობა და დასვენება 22.5%-იანი წილით, დამამუშავებელი მრეწველობა – 10%, მშენებლობა – 7.4%, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.6%, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2.9%, დარჩენილი 12.1% სხვა დარგებზე ნაწილდება

2019 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.1%) და მშენებლობა (18%), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17.4%) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.8%, დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.7%-იანი წილი უჭირავს.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …