ბიზნესპროცესების აუთსორსინგის გლობალური ინდუსტრია დღეს უკვე კარგად იცნობს საქართველოს და მის პოტენციალს – მიხეილ ხიდურელი

ბიზნესპროცესების აუთსორსინგის გლობალური ინდუსტრია დღეს უკვე კარგად იცნობს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანას ამ მიმართულებით და ამ დარგის მსხვილი კომპანიები სულ უფრო აქტიურად განიხილავენ საქართველოს საინვეტიციო დანიშნულების ადგილად, – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ლონდონში, საერთაშორისო გამოფენა ” Customer Engagement Summit 2022″-ზე მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ინდუსტრიის შექმნას და საქართველოს წარმატებით წარმოჩენას BPO-ს გლობალურ ბაზარზე სააგენტოს აქტიურმა მუშაობამ შეუწყო ხელი.

„ბიზნესპროცესების აუთსორსინგის დარგი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სერვისია საქართველოში. ამ ინდუსტრიის რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო წარმომადგენელი უკვე გვყავს ქვეყანაში, რომლებიც წლიდან წლამდე ფართოვდებიან და სულ უფრო მეტ ადამიანს ასაქმებენ. თუმცა, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა მსხვილ კომპანიებთანაც და სწორედ ამას ემსახურებოდა ლონდონში გამართული შეხვედრებიც, რომლის კონკრეტული შედეგები უახლოეს მომავალში გვექნება”, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

“Customer Engagement Summit ” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ღონისძიებაა IT და აუთსორსინგ სექტორში, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები იყრიან თავს. წელს ღონისძიებას 3000-მდე მაღალი რანგის დელეგატი ესწრებოდა. „აწარმოე საქართველოში” პრეზენტაციას 50-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. გამოფენის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მაღალი რანგის პირები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

 

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …