ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს ტრანზიტული საქონლის დაბეგვრის წესის ცვლილების მოთხონით მიმართავს

თბილისი (BPI) – ბიზნესომბუდსმენი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მიმართავს ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებები არცერთ ეტაპზე არ მოხვდეს დღგ-ს დაბეგვრის არეალში.

საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. კანონის პროექტით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში შედის ცვლილება. კერძოდ, ხსენებულ ნორმას ემატა ჩანაწერი – „ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით“)

“მიგვაჩნია, რომ ტრანზიტის განმარტების შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით გადაადგილდება საბაჟო კონტროლის ქვეშ, უნდა ჩაითვალოს, რომ საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ნებისმიერ ეტაპზე (გადმოტვირთვა, ჩატვირთვა და ა.შ.) განკუთვნილია ტრანზიტისთვის, მიუხედავად იმისა, თუ როდის გაიცემა აღრიცხვის მოწმობა”, – განმარტებულია ბიზნესომბუდსმენის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …