ბიზნესომბუდსმენი: ინსპექტირების მიზანი საფრთხეების პრევენცია უნდა იყოს და არა კომპანიის დაჯარიმება

თბილისი (BPI) – ბიზნესომბუსდმენი, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან ერთად შეხვდა, მიინევს, რომ შრომითი უსაფრთხოების თვალსაზრისით დღეს მოქმედი რეგულაციები ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური არ არის და შესაძლოა აღსრულების ნაწილში პრობლემები შეიქმნას.

ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ ბიზნეს სექტორი მიესალმება შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას  და ვიზიარებთ ახალი რეგულაციების მიზანს უზრუნველყოფილი იყოს შრომის უსაფრთხოების ნორმები.

„მნიშვნელოვანია მშენებელ კომპანიებს ცხადი ინფორმაცია ჰქონდეთ ინსეპქტირების პროცესის და პროცედურების შესახებ.  შრომის პირობების ინსპექტირების ერთადერთი შედეგი დაჯარიმება არ უნდა იყოს და ეს ბიზნესისთვის არ უნდა იქცეს ტვირთად. ინსპექტირების მიზანი არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია უნდა იყოს და არა კომპანიის დაჯარიმება.“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

შეხვედრა ბიზნესმენებთან ბიზნესომბუდსმენისა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის კანონპროექტის განხილვის პროცესში და სამუშაო ჯგუფის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული და  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტს არაერთი რეკომენდაციით მიმართა. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ბიზნესომბუდსმენის 4 შენიშვნიდან ორი პარლამენტმა სრულად გაითვალისწინა, თუმცა ბიზნესომბუდსმენის მოსაზრებით, მოქმედ კანონში კვლავ რჩება 2 კრიტიკული საკითხი: „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება ეკონომიკის ყველა დარგზე და შრომის პირობების მაკონტროლებელი ორგანოს (შრომის ინსპექციას) უფლება შევიდეს ნებისმიერ სამუშაო ადგილას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ჯერადობით, წინასწარი შეტყობინებისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …