ბიზნესომბუდსმენი აუდიტორულ კომპანიებთან ერთად საგადასახადო ადმინისტრირების დახვეწაზე იმუშავებს

თბილისი (BPI) – ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძემ იურიდიული, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას ყველაზე ხშირად წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა.

„საკონსულტაციო კომპანიებს ყოველდღიური შეხება აქვთ ბიზნესთან და მათთვისაც ცნობილია ის კონკრეტული საკითხები, რომელიც კერძო სექტორს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში აფერხებს. დღეს ჩვენ გამოვყავით საგადასახადო ადმინისტრირების რიგი მიმართულებები, რომელთა გაუმჯობესებისთვისაც ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას.“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრაზე საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებმა ამ ფორმატში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …