“ბიზნესი უნდა მოერგოს ახალ მოცემულობას, გამოიყენონ ონლაინ შესაძლებლობები გაყიდვებისა და პარტნიორების მოძიებისთვის”

თბილისი (BPI) – ,,პანდემიამ შეცვალა ვითარება მთელ მსოფლიოში და შესაბამისად, შეცვალა სავაჭრო პალატების მიდგომებიც. მოთხოვნები გაიზარდა ონლაინ სერვისებზე. თუ, ადრე, კომპანიები ნაკლებად იყვნენ ონლაინ მომსახურებით დაინტერესებულები, დღეს, სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით და ამ კუთხით მოთხოვნა დიდია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ წევრი მეწარმეებისთვის ონლაინ ტრენინგებს გაყიდვების მიმართულებით, რომ შევასწავლოთ ეს პროცედურები და შესძლონ მათ ახალ მოცემულობასთან მარტივად ადაპტირება”-აცხადებს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია.

მისივე თქმით, პალატა რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რათა დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს მოერგონ ახალ მოცემულობას. ,,ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეს არის მოთხოვნა უცხოელი პარტნიორების მოძიებაზე. ასევე, ვიწყებთ ახალ პროექტს ,,ევროკავშირი ბიზნესისთვის“- ეს არის ევროკავშირის პროექტი, რომელიც მოიგო სავაჭრო პალატამ და მისი მიზანია დააკავშიროს ექსპორტიორი კომპანიები პოტენციურ პარტნიორებს ევროკავშირის ქვეყნებში. გარდა ამისა, ვმუშაობთ აქტიურად, რათა დავეხმაროთ მეწარმეებს, რომ ახალ გამოწვევებს მარტივად აუღონ ალღო”-აცხადებს პალატის პრეზიდენტი.

გიორგი პერტაიას თქმით, დღეს უკვე გვაქვს სხვა რეალობა, კომპანიების დიდი ნაწილი, ონლაინ მომსახურებებზე გადავიდა და დარჩება, რადგან არის უფრო იაფი და სწრაფი. ,,სწორედ ამიტომ , ბიზნეს სექტორი უნდა ეცადოს, რომ გამოიყენოს სოციალური ქსელები მაქსიმალურად და ონლაინ შესაძლებლობები მარკეტინგული მიზნებისთვის-გაყიდონ პროდუქცია და იპოვონ ახალი პარტნიორები’’.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …