ბიზნესის საფასო სტრატეგიის რევიზიას კონკურენციის სააგენტო არ აპირებს

თბილისი (BPI) – სამომხმარენლო ფასების ზრდაზე, კონკურენციის სააგენტოს ბიზნესის მხერიდან ინფორმირებაზე ბიზნესომბუდსმენი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.კერძო სექტორისთვის გაუგებარია კონკურენციის სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადება ფასების შეთანხმებულ მატებასა და ბიზნესებს შორის ე.წ გარიგების შესახებ.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს განცხადება ბიზნესში გაუგებრობა გამოიწვია. მისივე ინფორმაციით კონკურენციის სააგენტოს მხრიდან არ იგეგმება მოკვლევის დაწყება. 
„ყველა კომპანია დამოუკიდებელია საკუთარი საფასო სტრატეგიის შერჩევაში და ბაზარზე არსებული სიტუაციის და კონკურენციის გათვალისწინებით თავად ახდენს სამომხმარებლო ფასის ფორმირებას. კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია განმარტების მიღება ასოციაციების მხრიდან და არა მოკვლევის დაწყება ამ საკითხზე, თუმცა განცხადებამ რიგ კომპანიებში გაუგებრობა გამოიწვია. სასურველია, რომ მსგავსი შემთხვევის დროს ბიზნესასოციაციებთან კომუნიკაციის ფორმა სწორად იყოს შერჩეული, რათა ამან არ გამოიწვიოს ბუნდოვანება. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კონკურენციის სააგენტოსთან და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით კონკურენციის სააგენტოს მხრიდან არ იგეგმება მოკვლევის დაწყება.“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …