ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველოს რეიტინგი გაუარესდა

თბილისი (BPI) – ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business) 2020 წლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა, პოზიცია წინა წელთან შედარებით ერთი პოზიციით გაუარესდა.

მსოფლიო ბანკის 2020 წლის ანგარიშში საქართველო შეფასებულია 83,7 ქულით. 0,2 ქულით გაუმჯობესებული.

რეიტინგი 10 ინდიკატორის მიხედვით დგება. ხუთ ინდიკატორში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, ხუთი ინდიკატორი უცვლელია.

ბიზნესის დაწყების სიმარტივით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, მეხუთე ადგილზეა საკუთრების რეგისტრაციის ინდიკატორით. მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვის მხრივ საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს.

საქართველომ მშენებლობის ნებართვების მხრივ გააუმჯობესა მშენებლობის ხარისხის კონტროლი ინფორმაციის საჯაროობის გაზრდით.

რეიტინგში სინგაპური, ჰონგ კონგი, დანია, სამხრეთ კორეა და აშშ მოწინავე პოზიციებზეა, ბოლო პოზიციაზე კი ვენესუელა, ერითრეა და სომალია.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში სომხეთი 47-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 34-ეზე, თურქეთი 33-ეზე, რუსეთი – 28-ეზე.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …