ბიზნესგიდი – თიბისის მომსახურების ახალი მოდელი ბიზნესმომხმარებლისთვის

თბილისი (BPI) – სულ მალე, თიბისის ფილიალებში მისულ მომხმარებელს ბიზნესგიდი დახვდება, რომელიც მეწარმეს  ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტას შესთავაზებს და თიბისის ბიზნესეკოსისტემის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.

ბიზნესგიდის მომსახურება ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის სტარტაპებისთვის. პროექტის მიზანია, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის  გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივება და ბანკის პროცედურებში დახარჯული დროის დაზოგვა. ბიზნესგიდები თიბისის ყველა ფილიალში დახვდებიან მომხმარებელს და მათ გააცნობენ თიბისი ჯგუფის როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო პროდუქტებს.

“თიბისი, როგორც ბიზნესის საუკეთესო მხარდამჭერი, მუდმივად ცდილობს მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზებას. ბიზნესგიდის პროექტიც ამ სტრატეგიის ნაწილია. გიდები მომხმარებელს ბევრი განსხვავებული პროდუქტიდან საკუთარ ბიზნესსაჭიროებებზე მორგებულ პროდუქტზე/მომსახურებაზე არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებიან და დაზოგავენ მათ დროს. გარდა ამისა,  თიბისის ნებისმიერ ფილიალში ბიზნესანგარიშების გახსნა და საბაზისო პროდუქტების მიღება კომპანიებს უკვე 7 წუთში შეუძლიათ, ხოლო ბიზნესსესხის განაცხადზე პასუხის მიღება –  15 წუთში.“, – ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნესსეგმენტების მართვის ლეგიონის ასოცირებული პარტნიორი.

თიბისიში ბიზნესგიდების მიღება უკვე დაიწყო. ვაკანსიის ნახვა და რეგისტრაცია  შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://career.tbcbank.ge/Job/4180 .

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …