ბეშუმში სასტუმრო “ამბასადორი” გაიხსნება

თბილისი (BPI) – 2021 წლის ბოლომდე ბეშუმში სასტუმრო “ამბასადორი” გაიხსნება. თავდაპირველი გეგმით სასტუმრო Ramada-ს ბრენდის უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ, ინვესტორმა სასტუმროს გახსნაზე შეთანხმებას “ამბასადორთან” მიაღწია.

კომპანია “ელიტ სქიი რესორტი”, რომელსაც 2020 წლის ბოლომდე ბეშუმში სასტუმრო უნდა შეეყვანა ექსპლუატაციაში, მთავრობამ სახელშეკრულებლო ვალდებულებები გადაუვადა და პროექტის დასრულების ვადად 2021 წლის 30 დეკემბერი განუსაზღვრა.

ამ ფონზე კი მთავრობამ “ელიტ სქიი რესორტს”, ნასყიდობის  ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო იმ პირობით გაუუქმა, რომ კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებები შესრულდება კეთილსინდისიერად, შეთანხმებულ ვადებში.

კომპანიაში პროექტის დასრულების ვადების გადაწევას პროექტში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირებენ, რომლის თანახმად შეიცვალა გეგმარება და სასტუმროში კურორტის მასშტაბით ყველაზე მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა.

ასევე კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით სარემონტო, მოპირკეთების და ავეჯით მოწყობის სამუშაოებში გამოყენებული იქნება პირველი ხარისხის მასალები, რაც უზრუნველყოფს სასტუმრო ხარისხის მაღალ სტანდარტებს.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ კურორტ გოდერძის ლოკაცია არ იძლევა შესაძლებლობას მუშა-ხელის და დამსვენებლების ადვილი ხელმისაწვდომობისთვის, ვინაიდან გზის არ არსებობის პირობებში კომპანიის დანახარჯები, დრო და რესურსები ფაქტიურად გასამმაგებულია.

კომპანია 4 მლნ ლარის ნაცვლად 25 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს..

კომპლექსი მოიცავს 60 ნომრიან სასტუმროს, კვების ობიექტებს, საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ-გასართობ ცენტრს. კომპლექსი აღჭურვილი იქნება ლიფტებითა და პანდუსებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოთი. ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელ-გასართობი ინფრასტრუქტურა.

კომპანია „ელიტ სქიი რესორტს“  პირდაპირი მიყიდვის ფორმით 2016 წლის მაისში 56344 ლარად საკუთრებაში გადაეცა კურორტ ბეშუმში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კომპანიამ უკვე წარადგინა ახალი საბანკო გარანტიაც.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …