ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა კანონპროექტის ინგლისური ვერსია მოამზადეს

თბილისი (GBC) – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმების შესახებ 13 დეპუტატის ინიცირებული კანონპროექტის ინგლისური ვერსია ევროპის საბჭოში გაიგზავნება. აღნიშნულ საკითხზე, პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდნენ.

ბესელიას თქმით, კანონპროექტში სრულად აისახა ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული რეკომენდაციები და პროექტი კონსესუსით მიღებულ შეჯერებულ ვერსიას წარმოადგენს.

„მზად ვართ კანონპროექტის ინგლისური ვერსია მივაწოდოთ ევროპის საბჭოს, რათა მან თავად გადაუგზავნოს ვენეციის კომისიას.

ამის შესახებ უახლოეს პერიოდში შესაბამისი კომუნიკაცია გვექნება ევროპის საბჭოსთან. ეს პროცესი ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის იქნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …