“ბევრილი ჯგუფის“ შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება – BAG

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს: „BAG-ი როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება ყოველთვის წარმოადგენს და იცავს ასოციაციის წევრი ასეულობით კომპანიის ინტერესებს.  მათ შორისაა, კომპანია „ბევრილი ჯგუფი“, რომელიც ასოციაციის წევრია 2012 წლიდან და სხვა უმსხვილეს ქართულ კომპანიებთან ერთად ბოლო რამოდენიმე წელია აქტიურად საქმინობს, როგორც საკუთარი ბიზნესისა და სექტორის განვითარების, ასევე, ზოგადად, საქართველოში წარმატებული ბიზნეს კლიმატის შექმნისთვის.

სამწუხაროდ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდია, მიმდინარეობს „ბევრილი ჯგუფის“ მიმართ გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება, რაც, სრულიად ბუნებრივად ნეგატიურად აისახება კომპანიის საქმიან რეპუტაციაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საინფორმაციო საშუალებებს, ფრთხილად მოეკიდონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რამაც ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიის საქმიან რეპუტაციასთან  ერთად, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კომპანიაში დასაქმებულ ასეულობით თანამშრომელის სამუშაო ადგილს, მით უფრო იმ დროს, როცა სახეზეა კოვიდპანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შოკი და ყოველი ბიზნეს ოპერატორი, ყოველი სამუშაო ადგილი მოითხოვს სათანადო გაფრთხილებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ბიზნეს ოპერატორზე მასალის მოზადებისას, ჟურნალისტები ერთი მხარის მიწოდებულ ინფორმაციას მეტი გულდასმით გადაამოწმებენ სხვა დამოუკიდებელ წყაროებთან და თავად ინფორმაციის ადრესატთან. ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ასოციაციის წევრი კომპანიასთან დაკავშირებით მივაწოდოთ საინფორმაციო საშუალებებს მეტი ობიექტური ინფორმაცია და ხელი შეუწყოთ მედიასთან ქართული ბიზნესის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას“-ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …