ბაღდათში მტკნარი და მინერალური წყლის საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა დიმში მტკნარი და მინერალური წყლის საწარმო აშენდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა ₾2 მლნ-ზე მეტია.

საწარმო თანამედროვე სტანდარტების დანადგარებით იქნება აღჭურვილი და წელიწადში არანაკლებ 1 460 000 ლიტრი წყლის წარმოებას შეძლებს.

საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად შპს „პრესტიჯლანდ ჯეორჯიას“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ , ქონების ერთ ლარად გადაცემის კომპონენტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სოფელ დიმში მდებარე 3014 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა. 

საქართველოდან ექსპორტირებული მტკნარი და მინერალური წყლის მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად შპს“ პრესტიჯლანდ ჯეორჯია“ ნაწარმოები პროდუქციის გაყიდვას საექსპორტო ბაზრებზე ვარაუდობს და ამ მიმართულებით უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს უცხოელ პარტნიორებთან. 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …