ბასკეთი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით ინტერესდება

თბილისი (BPI) – ბასკეთის სახელმწიფო დელეგაცია, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა. საპარტნიორო ფონდში სტუმრობისას დელეგაციამ საქართველოს ბიზნეს კლიმატისა და საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად ბასკეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მომზადებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

დელეგაციას, რომელსაც ბასკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი ანჯელა ელორზა ხელმძღვანელობს, “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უმასპინძლა. ბასკეთის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან.

დელეგაციის შემადგენლობაში ბასკეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების კომპანიის, ასევე, კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ბასკეთის ბიზნეს ანალიტიკოსები შედიან. ფონდში გამართულ შეხვედრას ესპანეთის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე დაესწრო.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ბასკეთის სახელმწიფო დელეგაციას ფონდის საქმიანობაზე ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოს საინვესტიციო უპირატესობები გააცნო. დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბაზრებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების გამო განსაკუთრებით საინტერესოა. ფონდის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის მნიშვნელობას. დავით საგანელიძემ ბასკეთის დელეგაციას ფონდის მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საქართველოს იმ ბიზნეს სექტორების შესახებ იმსჯელეს, რომლებითაც, შესაძლოა, ბასკი ინვესტორები დაინტერესდნენ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …