ბარსელონას კრუიზების რაოდენობის შეზღუდოს სურს

ბარსელონას ხელისუფლებას სურს მკაცრად შეზღუდოს ქალაქში შესული საკრუიზო გემების რაოდენობა. მაგრამ პორტი რეგიონალურ ხელისუფლებას ექვემდებარება, ამიტომ ჯერ უცნობია იქნება თუ არა შემოღებული ახალი აკრძალვები.

2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე, ბარსელონამ მიიღო დაახლოებით 3 მილიონი საკრუიზო ტურისტი. მათი უმეტესობა ქალაქში დარჩა ერთი დღე ან სულ რაღაც ორი საათი. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ასეთ ადამიანებს არავითარი ღირებულება არ აქვთ. მაგრამ პორტის ადმინისტრაცია განსხვავებულ პოზიციას იკავებს.

სტატისტიკის მიხედვით, საკრუიზო ტურისტები დღეში დაახლოებით 230 ევროს ხარჯავდნენ, რაც ოთხჯერ აღემატება ჩვეულებრივ ტურისტებს. გარდა ამისა, წელს ლაინერების უმეტესობა ირჩევს ბარსელონას, როგორც საბოლოო დანიშნულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგზაურებს შეუძლიათ ქალაქში უფრო დიდხანს დარჩენა.

წელს ტურისტების რეკორდული რაოდენობაა მოსალოდნელი (მათ შორის კრუიზებიდან). ხელისუფლება მოუწოდებს პორტს დააწესოს ლიმიტი 200 000 ადამიანით თვეში (ან სამი გემი დღეში).

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …