თბილისი (BPI) – sensor.ge სენსორული ღილაკების შექმნასა და წარმოებას იწყებს, – კომპანია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.
კომპანიის მიზანი სენსორული ღილაკების სხვადასხვა მოდიფიკაცია და დამზადებაა. სენსორული ღილაკი ჩაანაცვლებს ან პარალელურად დამონტაჟდება არსებული ღილაკების გვერდით, მათი სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან და ის შეასრულებს თავის ფუნქციას.
sensor.ge გათვლილია ყველა მოქალაქეზე, რომელიც იყენებს ლიფტს ან ბანკომატის ღილაკებს, ასევე ბანკების საჭიროებებზე, სამშენებლო კომპანიებსა და ლიფტების მწარმოებელ კომპანიებზე.
სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია უკვე დამონტაჟდა თბილისის ტექნოპარკის ლიფტში, გრანტის ფარგლებში კომპანია 200 ღილაკს სხვადასხვა ლოკაციაზე უფასოდ დაამონტაჟებს.
საზოგადოებრივი დანიშნულების ხელითშეხებადი ღილაკები (ლიფტი, ბანკომატი, შუქნიშანი, შლაგბაუმი) სენსორებით ჩანაცვლება ვირუსის გავრცელების ფონზე უფრო აქტუალური ხდება.