ბანკების დაკრედიტება აგვისტოში 478.45 მლნ ლარით (+1.21%-ით m.m) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, +1.53%) და 1 სექტემბრისთვის (01.09.2021) 40.07 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის სტატისტიკით , ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 343.29 მლნ ლარით (1.82%-ით) სავალუტო 135.17 მლნ ლარით (0.65%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა +1.28%)
საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, მათ შორისაა ფინკა, რომელიც ბაზრიდან გადის. აქტივი კრედომ შეისყიდა (ტრანსაქცია ივლისში დასრულდა).
სესხები მლრდ ₾ 01.09.2021 (წილი)
| 15,277,707 | თიბისი ბანკი | 38.12% | 
| 14,431,938 | საქართველოს ბანკი | 36.12% | 
| 1,849,349 | ლიბერთი | 4.61% | 
| 1,528,454 | ვითიბი ბანკი | 3.81% | 
| 1,340,363 | პროკრედიტ ბანკი | 3.34% | 
წყარო: ბანკები
Business Political Insights BPI.GE