ბანკებს ოფციონები გაუნაღდებელი დარჩა

თბილისი (BPI) –  სავალუტო აუქციონის ალტერნატივამ გაამართლა თუ ვერ იმუშავა, – სებ-ი ჯერ არ აფასებს იმის მიუხედავად, რომ ინსტრუმენტი მოკლევადიანია.

მე-3 თვეა ოფციონები არცერთ ბანკს არ გაუნაღდებია და სავარაუდოდ ვეღარც მოესწრება, რადგან მოქმედების 1თვიანი ვადა 3 დღეში იწურება, ფასიანი ქაღალდის მთავარი პირობით 20 დღიანზე დაბალი კურსით უნდა კონვერტირდეს, 3 დღეში კი ლარი ვერ გამყარდება.

₾650 მლნ-ის ემისიიდან – 140 მლნ-ის ($51მლნ) ოფციონებია მხოლოდ განაღდებული, ბანკების მიერ იანვარში და თებერვლის დასაწყისში შესყიდული 150 მლნ-დან.

როგორც იცით, სებ-ი ბოლო თვეებში ოფციონებს იყენებდა,  ოფციონები ₾/$ წყვილით დაიწყო და სხვა ვალუტების ჩართვაც იგეგმებოდა. ინსტრუმენტი ბანკებისთვის მიმზიდველია და სებ-ისთვისაც ხელსაყრელი, თუმცა, სებ-ს 30 აპრილიდან აღარ შეუთავაზებია. თებერვალში 2-ჯერ გამოიტანა 100+200 მლნ ლარის, საიდანაც 100 მლნ-ის სრულად, 200 მლნ-ის ნაწილი განაღდებულია. მარტი-აპრილის 150-150 მლნ-ის ემისია კი მთლიანად გაუნაღდებელი რჩება.

ამ ინსტრუმენტით, სებ-ი სავალუტო რეზერვებს ავსებდა. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის (ფსკ) დასასრულს სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რეზერვები საკმარისია. წინა თვეებში თუ მოცულობა არადექვატური იყო,  ამ დროისთვის მისაღებიაა, სსფ-ის შეფასების კრიტერიუმით განსაზღვრული დერეფნის (100-150%) მინიმუმზეა, თუმცა რეზერვების შევსებაზე ზრუნვა გრძელდება.

კობა გვენეტაძემ პრესკონფერენციაზე ლარის მოკლევადიანი მერყეობის არაპროგნოზირებადობაზე და ფინანსურ სექტორზე ინფლაციის წნეხის არარსებობაზე განაცხადა, არასწორ მოლოდინებზეც

“დედოლარიზაცის მიზანი კურსის გამყარება ვერ იქნება, ეს ემსახურება მომხმარებლის დაცვას, რომ ის კურსის ცვალებადობამ არ დააზარალოს“, – კობა გვენეტაძემ აპრილის საბაზო 1.4% ინფლაცია მოიხმო. ფასების დონის მოკლევადიან ზრდაზე აღნიშნა, რაც დროებითია.

თქვა, რომ წლიური 4.1% ინფლაცია განაპირობა სიგარეტის აქციზის და საწვავის ფასის მატებამ (არამონეტარული, ეგზოგენური ფაქტორი).

ლარის გაცვლითი კურსზე მოქმედი 2 ფაქტორი დაასახელა, თურქული ლირის ეფექტი და დოლარის გამყარების გლობალური პოზიცია.  მას ლარის გამყარების მოლოდინი აქვს, 3-წლის პრაქტიკის გათვალისწინებით – წონასწორობის წერტილიდან ლარის აჟიოტაჟური გადაცდენის ნორმალიზების შესახებ (გაწონასწორდება აჟიოტაჟის გავლის შემდეგ).

აღნიშნა, რომ ლარის გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს და უმეტესობაზე ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. როცა  საგადასახდელო ბალანსი გამოქვეყნდება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …